შაბათს პროგრამა ციფრული სკოლის ფარგლებში ვიმყოფებოდი ჯგუფთან და მასწავლებლებთან ერთად ტექნოპარკში მთაწმინდის ტერიტორიაზე, რათა მოგვენახულებინა ტექნოპარკის ტერიტორია. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო ის, რომ დახვედრა იყოს ძალიან კარგი, რამაც რა თქმა უნდა დადებითად იმოქმედა ჩემზე და არამარტო ჩემზე. ამით შეიქმნა ის გარემო და სიტვაცია რამაც კიდევ უფრო საინტერესო გახადა ეს გასვლითი გაკვეთილი.
რაც შეეხება მთავარს ის რაც ამ სივცეში იყო განთავსებული ეს იყო ძალიან საოცარი და საინტერესო. ეს იქნბოდა სხვადასხვა დანადგარები, თუ კომპიუტერული ტექნიკები მაგალითად: სხვადასხვა სახის პრინტერები, კომპიუტერები, გამოგონებები და ა.შ.
გარდა ამ ყველაფრისა, რაც იქ ვნახე ყველაზე დიდი შდაბეჭდილება მოახდინა ჩემზე იმ შესაძლებლობებმა და საშულაბებმა რომელსაც ეს სივრცე გვაძლევს. იქ არის შესაძლებელი იმუშაო თავისუფლათ როცა გინდა, რაზეც გინდა და ისინი გეხმარებიან შექმნა შენი გამოგონების საცდელი ვერსია და მოახდინო მისი დაპატენტება. განსაკუთრებული შესაძლებლობა კი არის ის რომ იმართება კონკურსი სადაც გამარჯვებული ბიზნეს იდეები იღებენ ჯილდოთ ფულს და დახმარებას რათა ეს ბიზნეს იდეა იქცეს რეალურად.
ეს ადგილი კი ნამდვილად ამართლებს თავის სლოგანს:
"A place where you can
turn ideas into reality"
საბოლოოდ კი ტექნოპარკი არის ადგილი, რომელიც იძლევა საშვალებას ახალგაზრდებმა განავითარონ საკუთარი თავი და უზრუნველყონ მომავალი.