შაბათს პროგრამა ციფრული სკოლის ფარგლებში ვიმყოფებოდი ჯგუფთან და მასწავლებლებთან ერთად ტექნოპარკში მთაწმინდის ტერიტორიაზე, რათა მოგვენახულებინა ტექნოპარკის ტერიტორია. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო ის, რომ დახვედრა იყოს ძალიან კარგი, რამაც რა თქმა უნდა დადებითად იმოქმედა ჩემზე და არამარტო ჩემზე. ამით შეიქმნა ის გარემო და სიტვაცია რამაც კიდევ უფრო საინტერესო გახადა ეს გასვლითი გაკვეთილი.
რაც შეეხება მთავარს ის რაც ამ სივცეში იყო განთავსებული ეს იყო ძალიან საოცარი და საინტერესო. ეს იქნბოდა სხვადასხვა დანადგარები, თუ კომპიუტერული ტექნიკები მაგალითად: სხვადასხვა სახის პრინტერები, კომპიუტერები, გამოგონებები და ა.შ.
გარდა ამ ყველაფრისა, რაც იქ ვნახე ყველაზე დიდი შდაბეჭდილება მოახდინა ჩემზე იმ შესაძლებლობებმა და საშულაბებმა რომელსაც ეს სივრცე გვაძლევს. იქ არის შესაძლებელი იმუშაო თავისუფლათ როცა გინდა, რაზეც გინდა და ისინი გეხმარებიან შექმნა შენი გამოგონების საცდელი ვერსია და მოახდინო მისი დაპატენტება. განსაკუთრებული შესაძლებლობა კი არის ის რომ იმართება კონკურსი სადაც გამარჯვებული ბიზნეს იდეები იღებენ ჯილდოთ ფულს და დახმარებას რათა ეს ბიზნეს იდეა იქცეს რეალურად.
ეს ადგილი კი ნამდვილად ამართლებს თავის სლოგანს:
"A place where you can
turn ideas into reality"
საბოლოოდ კი ტექნოპარკი არის ადგილი, რომელიც იძლევა საშვალებას ახალგაზრდებმა განავითარონ საკუთარი თავი და უზრუნველყონ მომავალი.
მწვანე მონასტერი
Monday, 3 June 2019
Thursday, 23 May 2019
Thursday, 16 May 2019
აღწერა
ჩითახევის წმინდა გიორგის მონასტერი – ასე ჰქვია ბორჯომის ხეობაში ულამაზეს ადგილას განლაგებულ მამათა მონასტერს, რომელსაც ხალხმა სიყვარულით მწვანე მონასტერი შეარქვა. რომ გახედოთ, აქ არც ერთი ხე ერთნაირი მწვანე არ არის. ასევეა ქვებიც, რომლითაც ტაძარია აგებული – ყველა მწვანეა, მაგრამ ზოგი მუქი და ზოგი – ღია.
მწვანე მონასტერი სამცხე-ჯავახეთის ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ვიწრო, დაბურულ ხეობაში მდებარეობს. მისი აშენების ისტორიას და სხვა სახის ინფორმაციას ჩვენამდე არ მოუღწევია, თუმცა, მეცნიერთა ვარაუდით, იგი ცნობილი ქართველი მოღვაწის, წმინდა გრიგოლ ხანძთელის მოწაფეების, ქრისტეფორესა და თევდორეს აშენებული უნდა იყოს.
ტაძარი დაახლოებით მე-9–10 საუკუნეებშია აგებული. იმ სტილისაა, როგორებიც იმ დროს შენდებოდა, თორემ ზუსტი თარიღი ან რაიმე ინფორმაცია მისი აგების შესახებ არ მოგვეპოვება – ყველაფერი განადგურებულია სხვადასხვა დროს შემოსეული მტრის მიერ. უფრო მეტიც, არც ერთი ადამიანის სახელი არ არის ცნობილი, რომლებიც აქ მოღვაწეობდნენ. ის კი ნამდვილად ვიცით, რომ აქ ლავრის მსგავსი დიდი მამათა მონასტერი იყო. ტაძრის მთელ შემოგარენში კელიები ყოფილა გაშენებული და ნაშთები ისევ შემორჩენილია. მე–16 საუკუნეში, შაჰ–თამაზის შემოსევების დროს, ეს მონასტერი დაარბიეს და მთლიანად განადგურდა აქაურობა. მაშინ ათობით ბერი დახოცეს და აწამეს. ბევრი დამალულა და გადარჩენილა. ის სისხლი, რომელიც მდინარე ჩითახევში ჩაყრილ ქვებზეა, მე–16 საუკუნეში დახოცილ ბერებს ეკუთვნით. დაუჩეხავთ და მდინარეში ჩაუყრიათ. სისხლიანი ქვები მონასტრის ტერიტორიაზე გამავალი მდინარის თითქმის მთელ სიგრძეზეა ჩაყოლებული.
მომლოცველები ამ სისხლიანი ქვების სანახავად ხშირად მიდიან. ერთი ქვა სპეციალურად დადეს ტაძარში თვალსაჩინოებისთვის – მომლოცველები ემთხვევიან ხოლმე. თავიდან, როცა ხალხმა გაიგო, რომ ამ ქვებზე სისხლი იყო, წაღება დაიწყეს. ფიქრობდნენ, რომ სახლში სიწმინდე და მადლი მიჰქონდათ. ერთხელ ახალგაზრდებმა წაიღეს ერთი ქვა და მეორე დღეს შეშინებულები დაბრუნდნენ. სახლში რომ შეუტანიათ, ანომალიური მოვლენები დაწყებულა. კარადებს ბრახუნი დაუწყიათ – შიგნიდან რაღაცეები ცვიოდა. თეფშები დაფრინავდა. ზოგი სკდებოდაო, ამბობდნენ ბავშვები. ღამით გარეთ გაუბრძანებიათ ის ქვა და სახლიც დამშვიდებულა.
როგორც მამები ფიქრობენ, იმ ოჯახში ბოროტი ძალა ანუ ეშმაკი იყო და სიწმინდე რომ შეიტანეს, ბოროტმა ძალამ სახლში ყველაფერი დაამტვრია. როცა ქვას მონასტერში აბრუნებდნენ, გაცხელდა და ვისაც ეჭირა, ხელები დაუწვა. მერე სხვას გადასცა და მასაც იგივე დაემართა. პარკში იდო და ისიც დაიწვა. მხოლოდ მაშინ გაცივდა როცა მონასტერში დააბრუნეს. ეს იყო ნიშანი, რომ ქვებზე სიწითლე ნამდვილად ბერების სისხლი იყო.
ზამთარია თუ ზაფხული, ქვებზე სისხლი ერთნაირად ემჩნევა. საინტერესოა ისიც, რომ თუ არ ლოცულობ, ფერს კარგავს. წაღებული ქვები რომ მოუტანიათ, ზოგ მათგანს სიწითლე დაკარგული ჰქონდა – ეტყობა, იმ სახლებში არ ლოცულობდნენ. ზოგი კი ფერშეუცვლელი იყო. იქ ალბათ ყოველდღე ლოცულობდნენ. წყალში კი სულ ღაჟღაჟებს, ფერს არ იცვლის.
საღებავს მზე რომ მოხვდება, ხუნდება, დროთა განმავლობაში კი საერთოდ ქრება. ეს კი აშკარა სასწაულია. სისხლით შეღებილი ქვები საუკუნეების განმავლობაში ხან მზეშია, ხან წყალში და ფერი არ ეკარგებათ. როგორი საღებავით შეღებილიც უნდა ჩადოთ წყალში, მაქსიმუმ 3–4 წელიწადში მთლიანად გადაუვა. როგორც ბერების უხრწნელი გვამების არსებობაა სასწაული, ასევეა ეს სისხლიც.
ტაძრის გარშემო, სადაც არ უნდა დაარტყათ წერაქვი, ყველგან ძვალს იპოვით. ალბათ კომუნისტებმა მიხვეტ–მოხვეტეს აქაურობა და სადაც მოხვდათ, იქ ჩამარხეს ესა თუ ის ძვალი. ყველა ძვალს, რასაც პოულობენ მამები, ტაძარში, სარკოფაგში ალაგებენ და პანაშვიდებს უხდიან. აღმოჩენილია ერთი საოცარი თავის ქალა. როგორც წესი, ყველა ადამიანის თავის ქალას სამი ხაზი აქვს. ამ ქალას კი მეოთხე ხაზიც აქვს და ჯვარია გამოსახული.
საუკუნეების განმავლობაში ტაძარში ღვთისმსახურება აღარ სრულდებოდა. გასული საუკუნის 80–იან წლებში ტაძარს რესტავრაცია ჩაუტარდა. იყო ასეთი ქალბატონი, ეკა პრივალოვსკაია – რუსული გვარი ჰქონდა, მაგრამ ქართულად აღზრდილი გახლდათ. მან ბევრი რამ გააკეთა ამ ტაძრის აღსადგენად. 2002 წელს კი, მრავალი საუკუნის შემდეგ, მამათა მონასტერი აღდგა.
ეკლესიისაგან რამდენიმე მეტრის მოშორებით მოგვიანებით აუგიათ სამრეკლო. სამრეკლო ორსართულიანი, პირველი სამლოცველოა, მეორე სართული კი წარმოადგენს მდიდრულად მოჩუქურთმებულ ფანჩატურს. აღმოსავლეთის ერთ-ერთ წახნაგზე, თაღის ქვემოთ, მოთავსებულია რელიეფი, რომელიც წმინდა გიორგის ვეშაპთან ბრძოლას გამოხატავს.

Subscribe to:
Posts (Atom)